აშშ პოლონეთში წარმოდგენილობას აძლიერებს – "ვიმედოვნებ, მოსკოვი ვარშავას პატივისცემით მოექცევა"

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის მხრიდან პოტენციური აგრესიის შესაკავებლად  ვაშინგტონი პოლონეთში დამატებით 2000 ამერიკელი სამხედროს გაგზავნას გეგმავს. 

ამის შესახებ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"პოლონეთში დამატებით კონტიგენტს გერმანიიდან გადავიყვანთ.  იმედი მაქვს, რუსეთი პოლონეთს პატივისცემით მოექცევა", – განაცხადა ტრამპმა.

შეხვედრის დასასრულს ანჯეი დუდამ და დონალდ ტრამპმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. 

ცნობისთვის: პრეზიდენტმა დუდამ აშშ–ის მიმართა თხოვნით, განეთავსებინა მუდმივი ბაზა პოლონეთში. როგორც ტრამპმა განაცხადა, აღნიშნული "საინტერესო იდეაა", თუმცა ვაშინგტონს ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღია. 
Facebook Twitter Email Viber WhatsApp