ანასეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას იწყებს. მშენებლობის დაწყების შესაბამის ხელშეკრულებას ხელი კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კონტრაქტორი კომპანია შპს ,,საბა”-ს  დირექტორმა, არჩილ ხაბურძანიამ მოაწერეს. 

ანასეულს წყალი მრავალი წელია შეზღუდული გრაფიკით  მიეწოდება, მოძველებულია  ინფრასტრუქტურა  და  დიდია სასმელი წყლის დანაკარგიც. 

პროექტი ითვალისწინებს ახალი სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილების, სატუმბი სადგურისა და ქსელის მოწყობას, ასევე,  700-მდე ოჯახის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. 

ინფრასტრუქტურული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან  6 799 998  ლარით ფინანსდება.   პროექტი 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.