თბილისში სამგზავრო მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა

თბილისში, ბაგებში სამგზავრო მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს,  სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp