თბილისი ისრაელში, სადერპორტაციო ცენტრში ქართველების გადაყვანის მიზეზებს განმარტავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში, სადერპორტაციო ცენტრში ქართველების გადაყვანის მიზეზებს განმარტავს.

„აქცენტი“ საგარეო უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი იმყოფება რამლეს სადეპორტო ცენტრში და ხვდება იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა დეპორტაცია იგეგმება საქართველოში. მათ შორის არიან გუშინ დაკავებული პირები. 

საქართველოს 29 მოქალაქიდან 12-სათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურმა უკვე შეიძიენა ბილეთები. დანარჩენისათვის ბილეთების შეძენა მოხდება ეტაპობრივად. 

გაირკვა საქართველოს მოქალაქეთა სადეპორტო ცენტრში გადაყვანის მიზეზები: ქვეყანაში ყოფნის დარღვეული ვადები, ყალბი დოკუმენტების გამოყენება, ისრაელში უკანონოდ შესვლის ფაქტები.

სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს მისცემენ სპეციალურ სატელეფონო ბარათებს, რომ შეძლონ ოჯახის წევრებთან დაკავშირება“. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp