თურქეთი: „სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბში ჩვენი სადამკვირვებლო პუნქტი დაბომბეს“

თურქეთი სირიის სამთავრობო ძალებს იდლიბის პროვინციაში თურქული სადამკვირვებლო პუნქტის დაბომბვაში ადანაშაულებს.   

„სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბში ჩვენი სადამკვირვებლო პუნქტი დაბომბეს. ჩვენი მიმართულებით 35 ბომბი ისროლეს. მომხდარის შედეგად დაჭრილია სამი თურქი ჯარისკაცი. ანკარამ ინციდენტის შესახებ მოსკოვს უკვე აცნობა“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა