კაჭრეთში დენის დარტყმის შედეგად სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი დაიღუპა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) თანამშრომელი დაიღუპა.

33 წლის მამაკაცი ტრანსფორმატორზე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოების შესრულების დროს დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp