სოხუმი: „თბილისმა აფხაზური ფაქტორის შიდა პოლიტიკურ თამაშებში გამოყენება დაიწყო“

სოხუმის მტკიცებით, „თბილისი აქტიურად იყენებს აფხაზურ ფაქტორს შიდა პოლიტიკურ ბრძოლებში“. ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასულ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განუცხადა.  

შეხვედრის მიზანს ჟენევის დიკუსიების 48–ე რაუნდის დღის წესრიგის მომზადება წარმოადგენდა.

„მსურს, ყურადღება გავამახვილო ქართული პოლიტიკის ბოლოდროინდელ ტენდენციაზე: თბილისი ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოებრიობას აფხაზეთში არსებული ვითარება "თავისი გადასახედიდან" დაანახოს. ბოლო დროს ვამჩნევთ, რომ საქართველოში  შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში აფხაზური ფაქტორის აქტიურად გამოყენება დაიწყეს“, – განუცხადა კოვემ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. 

მან ქართული მხარის მიერ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სასანქციო სიაზე მუშაობის გაგრძელებაზეც გაამახვილა ყურადღება:

„მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, რომ ეს მოლაპარაკებათა პროცესს კარგს არაფერს მოუტანს, საქართველოს მთავრობამ ამ სიას მხარი დაუჭირა. შედეგად ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები შეწყდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა კვლავ იყენებს ამ სიას და სანქციებსაც აფართოებს“.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა