ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის თარიღი კვლავ დაუზუსტებელია

ანაკლიის პორტის საკითხზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან საქართველოს მთავრობის წევრების შეხვედრის თარიღი კვლავ უცნობია.

ამის შესახებ „აქცენტს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს.

„ჯერ-ჯერობით კონკრეტული თარიღი არ არის ჩანიშნული. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საერთაშორისო ბანკებთან, ანაკლიის კონსორციუმთან, თუმცა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კონკრეტული თარიღის დანიშვნაზე ჯერ არ გვისაუბრია“ - განუცხადეს „აქცენტს“ სამინისტროში.

ცნობისთვის, 15 აპრილს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის თარიღი ზუსტდება.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რვა პუნქტიანი მოთხოვნა წარუდგინეს.

დოკუმენტი უკვე გაგზავნილია მთავრობის შესაბამის უწყებებში. სწორედ აღნიშნული დოკუმენტთან დაკავშრებით უნდა შედგეს შეხვედრა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის.

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ანაკლიის პორტის პროექტის 400 მილიონ აშშ დოლარით დაფინანსებას განიხილავენ.

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp