„პომპეოსთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელმძღვანელობამ გაიგოს, რომ აშშ დიდ ყურადღებას აქცევს ამ [ანაკლიის] სტრატეგიულ ინვესტიციას“

„მაიკ პომპეოსთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელმძღვანელობამ გაიგოს, რომ აშშ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ამ სტრატეგიულ ინვესტიციას“, – ასე აფასებს "აქცენტთან" საუბარში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მიერ 11 ივნისს ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ბაიდენის ცენტრის დირექტორი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე მაიკლ კარპენტერი. 

„პომპეომ მართებული განცხადება გააკეთა. ვფიქრობ, მისთვის და სხვა ოფიციალური პირებისთვის მნიშვნელოვანია ასეთი მოსაზრებების დაფიქსირება, რათა საქართველოს ხელმძღვანელობამ გაიგოს, რომ აშშ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ამ სტრატეგიულ ინვესტიციას“, – განუცხადა „აქცენტს“ კარპენტერმა.

ცნობისთვის: 11 ივნისს მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად პრეს–კონფერენცია გამართა, სადაც რიგ სხვა საკითხებთან ერთად ანაკლიის პორტის შესახებაც ისაუბრა:

„აშშ იმედს იტოვებს, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს. პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან, რაც მას თავიდან ააცილებს, გახდეს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლი. ამ მოჩვენებით მეგობრებს გულში საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ აქვთ".

Facebook Twitter Email Viber WhatsApp