პუტინმა ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავებისთვის ორი გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების სამმართველოს უფროსი იური დევიატკინი და მოსკოვის მთავარი სამმართველოს დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის სამმართველოს უფროსი ანდრეი პუჩკოვი ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავების სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლა, –იუწყება რუსული მედია. 

მისივე ცნობით, აღნიშნული თხოვნით პუტინს პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა მიმართა.

ცნობისთვის: ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 6 ივნისს ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს და 11 ივნისს გაათავისუფლეს. ჟურნალისტის მხარდამჭერებმა რამდენიმე აქცია გამართს. შეგახსნებთ, რომ გოლუნოვის გათავისუფლების შემდეგ გუშინ გამართულ აქციაზე 500–ზე მეტი პირი დააკავეს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა