იტალიაში ძლიერი წყალდიდობის საშიშროების გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

იტალიის ჩრდილოეთით, კომოს ტბის რაიონში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის საშიშროების გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლეკოს პროვინციაში უკვე რამდენიმე დღეა, გადაუღებლად წვიმს.  მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონში შეჩერებულია სატრანსპორტო და სარკინიგზო მიმოსვლა. მოსახლეობა დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა