პოლონეთში ვაშლისზომა სეტყვა მოვიდა [ფოტო]

პოლონეთის დასავლეთში, ქალაქ გოჟუვ–ველკოპოლსკში ვაშლის ზომის სეტყვა მოვიდა. ყინულის ბურთებმა საცხოვრებელი სახლებისა და მანქანების ფანჯრები ჩაამსხვრია. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სოციალურ ქსელში არაორდინალური სტიქიური მოვლენის ამსახველი არაერთი ფოტო გამოაქვეყნეს. 


მათი ინფორმაციით, ციდან წამოსული ყინულის ბურთების დიამეტრი 8–9 სანტიმეტრს აღწევდა, რიგ შემთხვევებში კი 10–11 სანტიმეტრს. 


მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp