ავარია გორი-ერგნეთის მაგისტრალზე – არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები

გორი-ერგნეთის საავტომობილო მაგისტრალის ქიწნისის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა, მათგან ერთი მცირეწლოვანია. 

არსებული ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავ მინივენს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. მინივენის მძღოლი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა, 5 მგზავრი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა გადაიყვანა. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს „ბეემვეში“ მყოფმა პირებმაც.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, ქალს და მის 2 წლის შვილს მცირე ექსკორაციები აღენიშნებათ, მძიმეა 25 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დანარჩენებს პირველადი დახმარება და პირველადი კვლევები უტარდებათ.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართვველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მეექვსე მუხლით მიმდინარეობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
IRI: პოლიტიკოსების რეიტინგში ბაქრაძე ლიდერობს, ივანიშვილი კი მე–11 პოზიციას იკავებს