ნავთობის ფასი ზრდის ტემპს ინარჩუნებს

2019  წლის 25 აპრილის ამ დროისთვის არსებული ვაჭრობის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გუშინდელ მონაცემებთან შედარებით, კვლავ გაიზარდა.  

კერძოდ, “ბრენტის“  მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 75 აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო აშშ–ის დასავლეთ ტეხასის ნედლი ნავთობის (WTI) ფასმა ბარელზე – 65.94 აშშ დოლარი.

ცნობისთვის: ნავთობის ფასის ზრდა აშშ–ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაანონსებულ სანქციებს უკავშირდება. ცოტა ხნის წინ აშშ–მა განაცხადა, რომ 1 მაისიდან გააუქმებს დროებით ნებართვებს 5 ქვეყნისთვის (ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა და თურქეთი) ირანიდან ნავთობისა და გაზის კონდენსატის იმპორტზე. აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, ამ ნაბიჯის მიზანს ირანული ნავთობის იმპორტის "ნულზე დაყვანა" წარმოადგენს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპარლამენტის არჩევნები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე