"ანაკლიის პორტის მშენებლობა ყველაზე აქტუალური და პრიორიტეტულია"

ანაკლიის პორტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განვითარების გარანტიაა,– ამის შესახებ „აქცენტს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი შენგელიამ განუცხადა.

როგორც მმართველი გუნდის წევრი განმარტავს, პორტი რეგიონს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბენეფიტს მოუტანს.


„ანაკლიის პორტის მშენებლობა არის მნიშვნელოვანი არამარტო ჩვენთვის, ზუგდიდისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ქვეყნისთვის. იმაზე საუბრები, რომ პორტი არ აშენდება, მტკნარი სიცრუეა: ანაკლიის პორტი აშენდება და ამის გარანტი არის სახელმწიფო. ანაკლიის პორტი არის ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გარანტი. ეს მოგვიტანს ბევრ ეკომომიკურ ბენეფიტებს, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და შემოვა ინვესტიციები. ამდენად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ჩვენი ხელლისუფლებისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობა პრიორიტეტულია. პორტის პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მას სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა აქვს.


როგორც მერობის კანდიდატი აცხადებს, „მიუხედავად სხვადასხვა სპეკულაციებისა, პროექტის განხორციელებისთვის ხელისუფლება იმაზე ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე ეს თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო განსაზვრული“.


„სადღეისოდ არსებული ვითარების თანახმად, სახელმწიფომ გასული წლის ბოლოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კიდევ 6 თვით გაუგრძელა 400 მილიონი დოლარის მოზიდვისა და კაპიტალის შევსების ვადა. როგორც ჩემთვის ცნობილია, სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტები სესხის გაცემას განიხილავენ. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო სახელმწიფო და ფაქტობრივად სამხრივი მოლაპრაკებები მიმდინარეობს, რათა კონსორციუმმა თანხის მოზიდვა შეძლოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება და ამის გარანტია სახელმწიფოა“,– აცხადებს მერობის კანდიდატი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპარლამენტის არჩევნები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე