რატომ არის მნიშვნელოვანი პომპეოს განცხადება ჩინეთის მიმართ საქართველოს ნდობის თაობაზე

[...] რატომ ახსენა პომპეომ ჩინეთი? ჩინეთი პროგრესული ქვეყანაა დიდი სიმდიდრითა და ძალაუფლებით, რომელსაც ინვესტიციების ჩადება არაერთ ბაზარზე შეუძლია და ასეც აკეთებს. ის მასიურად ახორციელებს ინვესტირებას მნიშვნელოვან საერთაშორისო პორტებში ისეთ ქვეყნებში, რომელთაც უბრალოდ არ აქვთ საკმარისი ფინანსები, რომ თავად ააშენონ თავიანთი პორტები. მოგვიანებით ჩინეთი მათ აკისრებს პროცენტებს. ამ ქვეყნებს მშენებლობისთვის აღებული სესხის უკან დაბრუნება არ შეუძლიათ. შედეგად  ჩინეთი მათ პორტებს ეპატრონება. მაგალითად, ასეთი ქვეყნების რიგებშია შრი ლანკა, რომელსაც სჭირდებოდა იაფი ინვესტიცია. სადღეისოდ კი მისი მთავარი პორტი ჩინეთის მფლობელობაშია. იგივე ხვედრი ხვდა წილად ტანზანიას, რომლის  პორტს სადღეისოდ ასევე ჩინეთი ფლობს. იგივე ბედი ეწია ჯიბუტის რესპუბლიკას. ამჟამად კი ანგოლაში, ლუანდაში მდებარე პორტი დგას ჩინეთის მხრიდან მსგავსი საშიშროების წინაშე. რა აქვთ ამ ოთხ ქვეყანას საერთო? ყველა მათგანი უკიდურესად  გაჭირვებული და ღარიბი ქვეყნები იყვნენ და ხარბი ჩინელი ინვესტორების პირობებში ასეთებად რჩებიან, ამის მთავარი მიზეზი  კი კორუფციია. არსებობს ჩინური გამოთქმა: „იყო მდიდარი ნიშნავს იყო დიდებული“. რაც გულისხმობს სიმდიდრის მოხვეჭას ნებისნიერ ფასად, მათ შორის სიცრუის, სიყალბის, მოყტუების და სხვა მსგავსი ხრიკების გამოყენების გზით.  ჩინელები ღარიბი ხალხის გადახდისუუნარობით სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ  20 წლის წინ ჯიბუტი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო, ანგოლა ახლახანს გამოვიდა სამოქალაქო ომიდან, ტანზანია ძალიან გაჭირვებულ ქვეყნად მიიჩნევა და შრი–ლანკას ათწლეულების განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდა. 

ეხლა რაც შეეხება საქართველოს, ზემოთხსენებული ქვეყნების მსგავსად მასაც მსგავსი სახის კონფლიქტები ჰქონდა წარსულში, იქნებოდა ეს შიდა ეთნიკური თუ საერთაშორისო კონფლიქტი. ამ  კონფლიქტებმა ქვეყანა ეკონომიკურად გაანადგურეს და მილიონებით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო. მაშინ როცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყენაში მცირედი გაჯანსაღება შეინიშნება, მოქმედი მთავრობა თავისი ქმედებით ამტკიცებს, რომ ზიანს აყენებს ქვეყანას. ამჟამად ჩინეთს შედარებით უსაფრთხო ქვეყანა – საქართველოზე უჭირავს თვალი და სურს შესთავაზოს იაფი ფული მეგა პორტის მშენებლობისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მასშტაბურ ვაჭრობას მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორის. [...] ჩინეთს აქვს ინტერესი,  საწვავის ფასებისა  და მიწოდების ხარჯების დაზოგვის გამო.  

რას ნიშნავს ანაკლია საქრთველოსთვის? იგი გახდება მსოფლიო დერეფანი აზერბაიჯანსა და ყაზახეთთან ერთად და იქნება  გზაგამტარი ორ უმდიდრეს კონტინენტს შორის.  ეს  საქართველოს ევრაზიის სუეცად ან პანამად გადააქცევს. [...] შესაძლებელია, საქართველოში შემოსავლის ნახევარზე მეტი  ვაჭრობიდან შემოვიდეს.  ჩინეთი ამჟამად საქართველოში ორ დიდ პროექტშია ჩართული: ერთი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის ავტოაბანის მშენებლობას უკავშირდება, ხოლო მეორე –  აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას. თუმცა პრობლემა ის არის, რომ ჩინურ კომპანიებს საქართველოში  ცუდი ისტორია აქვთ. მაგალითად, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ქართულ მუშახელს, აქ ვგულისხმობ ქართული მუშახელისთვის გამოყოფილ მიზერულ ანაზღაურებას, მაგრამ, გარდა ამისა, ჩინური კომპანიების წარმომადგენლები ქართველი მუშახელისგან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ფიზიკური შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან. ბოლო პერიოდში მედიამაც კი იწვნია ჩინური ცინიზმი. კიდევ ერთი ინციდენტი ჩინური კომპანიის მიერ სვანეთში ოქროს უკანონო მოპოვებას უკავშირდება, როცა კომპანიის წარმომადგენლებმა გათხრების ადგილზე ყალბი ქართული ნიშანი აღმართეს, რომელზეც ეწერა, რომ ამ ტერიტორიაზე გადაადგილება ქვათა ცვენის გამო საშიში იყო. მართალია, საქართველოს მრავალრიცხოვანი მოსახელობა არ ჰყავს, თუმცა ისეთი ქვეყნაა, სადაც უსაზღვრო ჩინეთისგან განსხვავებით ყველა ყველაფერს ამჩნევს.  

ანაკლიის ღმაწყლოვანმა პორტმა შესაძლოა, იგივე ბედი გაიზიაროს რაც ზემოთხსენებულმა ღარიბმა ქვეყნებმა. ჩინეთი სავარაუდოდ, მსხვილ თანხას შესთავაზებს საქართველოს ამ პორტის აშენებისთვის, სესხის ვერგადახდის შემთხვევაში კი პორტი მის მფლობელობაში გადავა. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ ერი უკვე კორუფციაშია და ბიუჯეტს მასიური გარღვევები აქვს.  ახლა საქართველო უფრო სუსტია, ვიდრე ათი წლის წინ და შესაძლოა, ვერ გაუძლოს ჩინური ფულის ზეწოლას. როცა ჩინეთი პორტს თავისად დაიგულებს, საქართველო  დაკარგავს ფინანსურ შემოსავალს არა მხოლოდ მისი სამუშაო ძალისთვის, არამედ მისი საგადასახადო ბიუჯეტისთვის. ასეთი შესაძლებლობის მქონე პორტების [ანაკლიის პორტი] მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ მას შეუძლია პატარა ერი ეკონომიკურ ისეთ ცენტრად გადააქციოს, როგორიცაა სინგაპური ან ჰონგ-კონგი.  მაიკ პომპეომ მიანიშნა, რომ ჩინეთი და რუსეთი თავიდან უნდა იქნას აცილებული, როდესაც საუბარია პორტების მშენებლობაზე და პორტის მშენებლობაში მათ ნაცვალად პარტნიორებად უნდა იყოს განხილული ევროპული ქვეყნები, აშშ, კანადა, იაპონია.


ავტორი: ირაკლი კეჩხუაშვილი




Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ატენის ქუჩაზე მომხდარ ორმაგ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი