თიბისი ბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხი

თიბისი ბანკი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მათ, ვინც საქართველოში ცხოვრობს და გზავნილებს უცხოეთიდან იღებს,  ფინანსურ პროდუქტს -  გამარტივებულ იპოთეკურ სესხს  სთავაზობს. 

ფინანსური პროდუქტი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული და მათ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას გაუმარტივებს. პროდუქტით სარგებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც აქვს დანაზოგი ან ახორციელებს გზავნილებს. პროდუქტი განკუთვნილია ასევე მათთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს და გზავნილებს უცხოეთიდან იღებს.
იპოთეკური სესხით სარგებლობა, ისევე როგორც უძრავი ქონების შერჩევა, დისტანციურადაა შესაძლებელი. ამისათვის თიბისი ბანკის ვებ-გვერდზეhttp://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mortgage-for-abroad-citizen მხოლოდ განაცხადის დაფიქსირებაა საჭირო.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რაც მხოლოდ რამდენიმე მარტივ კითხვას მოიცავს, დაინტერესებულ პირებს თიბისი ბანკის წარმომადგენილი დაუკავშირდება და  დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სესხის პირობებისა და პროდუქტით სარგებლობისთვის საჭირო შემდეგი ნაბიჯების შესახებ. 

მომხმარებლები, რომლებიც გამარტივებული იპოთეკური სესხით ისარგებლებენ, ავტომატურად ჩაერთვებიან წამახალისებელ კამპანიაში და შესაძლებლობა ექნებათ, გაემგზავრონ  ოჯახის წევრთან. მგზავრობისა და სატუმროს ხარჯებს თიბისი ბანკის სრულად დაფარავს.

აქცია 2019 წლის 1  მაისიდან დაიწყება და  30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

იპოთეკური სესხის, ასევე წამახალისებელი კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე - http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mortgage-for-abroad-citizen, სადაც ასევე შესაძლებელია  პროდუქტით სარგებლობისთვის განაცხადის დაფიქსირებადაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებითაც შეუძლიათ.
 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპარლამენტის არჩევნები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე