IDFI –საქართველოს საჯარო უწყებები ვერ ასრულებენ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) განცხადებით, საქართველოს საჯარო უწყებები ვერ ასრულებენ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას. 

IDFI-ს წარმომადგენლების თქმით, საქართველომ პირობა დადო, რომ უწყებების გადაწყვეტილებები და ქმედებები საჯარო იქნებოდა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად პირობა არ სრულდება.

"ჩვენი აზრით, არ ექცევა ყურადღება საჯარო ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნებას ვებ–გვერდებზე. დადგენილებით, მათ უნდა გამოაქვეყნონ ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მათ საქმიანობას, ბიუჯეტს, როგორ განკარგავენ ამ ბიუჯეტს. მაგალითად, რამდენ პრემიას გასცემენ, რა დანამატებია, მანქანებზე რამდენს ხარჯავენ, საწვავზე რამდენს ხარჯავენ, ანუ ეს არის ორი ნაწილისგან შემდგარი დადგენილება, ერთი არის სამართლებრივი, მეორე არის ფინანსური, სწორედ ფინანსურ ნაწილთან არის ყველაზე დიდი პრობლემა,“ - განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა.

როგორც IDFI–ში აცხადებენ, მონიტორინგის მიხედვით დადგინდა, რომ ყველაზე პრობლემური საკითხი ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაცია იყო.

ამას მაგალითად IDFI–ს ეკონომიკისა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელ გოგა თუშურაშვილს მთავრობის ადმინისტრაციის შემთხვევა მოჰყავს. მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებთან და ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია საერთოდ არ გამოუქვეყნებია.

„100 უწყებიდან მხოლოდ 85 საჯარო დაწესებულება იყო ისეთი, რომელსაც მონიტორინგის პერიოდში ჰქონდა საერთო ვებ–გვერდი შექმნილი და მასზე ჰქონდა საჯარო ინფორმაცია განთავსებული,“ - განაცხადა გოგა თუშურაშვილმა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სირიაში თურქული ოპერაცია 120 საათით წყდება