თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიმაღლიდან ჯიპის მარკის ავტომობილი გადავარდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავში, კლინიკაში გადაჰყავს.

ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. გადაკეტილია თუშეთის გზის გარკვეული მონაკვეთი.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის კონსორციუმი" მთავრობის მხრიდან "საბოტაჟის" კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს