უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის დროშის აღმართვის წესი დარეგულირდება

ჰერალდიკის საბჭოს განცხადებით, საქართველოში იმ ქვეყნების დროშის აღმართვა-გამოფენა, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება.

მისივე ინფორმაციით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო შეიმუშავებს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დროშების აღმართვისა და გამოფენის წესს.

საბჭოს ცნობით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილებით მოწესრიგდა საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის გამოფენისა და გამოსახვის წესები. ამით განისაზღვრა საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშის და სხვა მუნიციპალური, საჯარო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დროშების აღმართვისა და გამოფენის წესი, ჩვეულებრივ, გლოვისა და დღესასწაულის, საერთაშორისო და სახელმწიფოებრივი შეხვედრების პირობებში. დადგინდა ასევე საქართველოს სახელმწიფო გერბის, საჯარო დაწესებულებების ემბლემების, მუნიციპალიტეტების გერბების გამოსახვის წესი და თანმიმდევრობა ერთობლივი გამოსახვის პირობებში

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp