გიორგი თაბაგარი: „დღევანდელი აქციის ჩაშლა სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის კრახია“

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორის გიორგი თაბაგარის განცხადებით, დღევანდელი აქციის ჩაშლა სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის კრახია.

„ეს მორიგი კრახია სახელმწიფოსი და სახელმწიფოებრიობის, როცა მოძალადე ჯგუფები ახერხებენ ჩვენზე გამარჯვებას და სახელმწიფოზე გამარჯვებას, თქვენ ხედავთ რომ მოძალადე ჯგუფები პარპაშობენ“, -განაცხადა თაბაგარმა.

„პრაიდის“ ორგანიზატორთა და მხარდაჭერთა აქცია, რომელიც დღეს მთავრობის კანცელარიასთან უნდა გამართულიყო, მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ადგილზე გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ვასაძე და მათი მხარდამჭერები მივიდნენ.  მოგვიანებით, სამართალდამცველებმა გიორგი თაბაგარი კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს. მისი თქმით, იგი დაკავებული არ ყოფილა და როგორც პოლიციაში უთხრეს უსაფრთხოების გამო გაიყვანეს ტერიტორიიდან. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
IRI: პოლიტიკოსების რეიტინგში ბაქრაძე ლიდერობს, ივანიშვილი კი მე–11 პოზიციას იკავებს