მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციამ კონტრაქციის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავა

მთავრობის კანცელარიასთან პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ისინი კონტრაქციის მონაწილეები იყვნენ. სავარაუდოდ, ერთ-ერთმა  დაკავებულმა ლგბტ აქტივისებიტების მისამართით ნივთი ისროლა.

ლგბტ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა იქ ბიზნესმენი ლევან ვასაძე თავის მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და აქციის ჩატარების საშუალება არ მისცათ.

მანამდე პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა "თბილისი პრაიდის " ერთ–ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი. მისი თქმით, იგი დაკავებული არ ყოფილა და როგორც პოლიციაში უთხრეს, უსაფრთხოების გამო გაიყვანეს ტერიტორიიდან. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
IRI: პოლიტიკოსების რეიტინგში ბაქრაძე ლიდერობს, ივანიშვილი კი მე–11 პოზიციას იკავებს