კონტრაქციის მონაწილეები ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ [VIDEO]

„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 


აქცია და კონტრაქცია უკვე 4 საათზე მეტია მიმდინარეობს. გინების, შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარის ფონზე ლგბტ აქტივისტები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები მთავრობას პოზიციის დაფიქსირებას თხოვენ.


აქტივისტებმა აქცია დღეს 7 საათისთვის დაანონსეს და როგორც ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია. კანცელარიასთან მისულებს ჰომოფობიური ჯგუფები და პოლიციელები დახვდნენ. მათი თქმით, პოლიციამ კანცელარიის წინ აქციის გამართვის უფლება არ მისცა, ამიტომ პროტესტმა კიბეებზე გადაინაცვლა, სადაც ასეულობით პოლიციელი ყოფს მათ აგრესიული ჯგუფებისგან.


კონტრაქციის მონაწილეები აგრესიულები არიან არამხოლო აქტივისტების, არამედ ჟურნალისტების მიმართაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქციაზე სულ 8 პირი დააკავეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გახარია ფაშინიანს შეხვდა