კანცელარიასთან, კონტრაქციაზე სიტუაცია დაიძაბა

კანცელარიასთან, კონტრაქციაზე სიტუაცია დაიძაბა. რამდენიმე ლოკაციაზე სამართალდამცველებმა კონტრაქციის მონაწილეების დაკავება სცადეს, რასაც აქციის მონაწილეებთან დაპირისპირება მოჰყვა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი, რომელიც გაიყვანეს ტერიტორიიდან. დაკავების პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ელგბტ თემის წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.

კონტაქციის მონაწილეებმა 24–საათიან რეჟიმში გადასვლა გამოაცხადეს. ამბობენ, რომ არ დატოვებენ ტერიტორიას, სანამ ელგბტ თემის წარმომადგენლები არ დაიშლებიან.

უნდა აღინიშნოს,რომ კონტრაქციის მონაწილეები აგრესიულები არიან არა მხოლოდ ლგბტ თემის, არამედ ჟურნალისტების მიმართ. დაფიქსირდა თავდასხმის რამდენიმე ფაქტი, ამასთან, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს სახალხო დამცველის წარმომადგენელს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp