ზურაბიშვილი – კარასინს: "როგორც უნდა, გააგრძელოს“

კარასინის მუქარებს საერთოდ არ ვპასუხობ, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებაზე საქართველოს ნატო–ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების თაობაზე. 

„კარასინის მუქარებს საერთოდ არ ვპასუხობ. ეს არის მისი ჩვევა და როგორც უნდა, გააგრძელოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

13 ივნისს კარასინმა "დამღუპველი" უწოდა დასავლეთის წარმომადგენლების, პირველ რიგში აშშ-ის მცდელობას ნატო–ში საქართველოს დაჩქარებული წესით მიღების თაობაზე.

"ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ საქართველო არის შემადგენელი ნაწილი გარკვეული ბლოკის, რომელზეც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართულ გარკვეულ საქმიანობაში დაყრდნობა შეიძლება... და ეს ხალხი გააქტიურდა. ისინი ემზადებიან ნატო–ს დეკემბრის სამიტისთვის. აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა, ნატო–ში საქრთველოს დაჩქარებული მიღება. ეს ჩვენთვის არათუ შემაშფოთებელია, რაც ძალიან რბილად ნათქვამს წარმოადგენს, არამედ იგი, ჩვენი აზრით, დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე" - განაცხადა კარასინმა 13 ივნისს პრაღაში "რადიო თავისუფლებასთან".

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მაღაროში მუშა დაიღუპა