სალომე ზურაბიშვილი გიგი წერეთელს პრეტენზიებს უყენებს

საქართველოს პრეზიდენტი გიგი წერეთელს პროტოკოლის დარღვევაში ადანაშაულებს. 

„მინდა, ერთი კომენტარი გავაკეთო იმ კომენტარზე, რაც გიგი წერეთელმა გააკეთა და ისაუბრა, როგორც ეუთო-ს ასამბლეის თავმჯდომარემ, იმ საკითხზე, რაც ეხება ჩვენს საზღვრებს, სადაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომისიის ფარგლებში. არ შეიძლება, სხვა პოსტიდან, გარე ფუნქციიდან ისაუბრო იმ თემაზე, რომელიც დღეს არის, სადაც არიან ჩვენი წარმომადგენლები ჩართული. ეს არის დარღვევა ყველა პროტოკოლის, რაც არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის: ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიგი წერეთელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან დავით –გარეჯის თემაზე იმსჯელა.

შეხვედრა რეგიონალური უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართა.

„შეხვედრებზე, რომლებიც გვქონდა აზერბაიჯანის ლიდერებთან, სხვა საკითხებთან ერთად ბუნებრივია, შევეხეთ დავით–გარეჯის თემას იმიტომ, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია, ინტერესს იწვევს. ერთია მთავარი, რომ ამ თემის გადაწყვეტას სჭირდება ძალიან მშვიდად, კონსტრუქციულ გარემოში პროფესიონალურად, დიპლომატურად მიდგომა და გამოსავლის ასე მოძებნა“, – განაცხადა წერეთელმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp