"პატრიოტთა ალიანსის" აქციის ფონზე პლაკატი "NATO აქაურობას" გამოჩნდა

რუსთაველის გამზირზე "პატრიოტთა ალიანსის" აქცია მიმდინარეობს. 

ახალგაზრდების ჯგუფმა პროტესტის ნიშნად აქციის ფონზე პლაკატი წარწერით "ნატო აქაურობას" გამოფინა. 

"მათი მოთხოვნები ე.წ ნეიტრალიტეტთან დაკავშრებით ჩვენთვის არის მიუღებელი.  ჩვენ არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული გვაქვს, ეს არის ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ნატო-ში გაწევრიანება"- აცხადებენ ახალგარზდები. 

განახლება 

ბანერის გამოფენიდან მალევე, "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერმა თბილისის საკრებულოს აივნიდან გადმოკიდებული ბანერი, წარწერით "NATO აქაურობას" ჩამოხია და გაიქცა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp