"მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელებს უმცირესობათა წარმომადგენლებს" - ლევან ვასაძე სახალხო ლეგიონს ქმნის

ვერის პარკში შეხვედრაზე, თეთრ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელსაც ხელში ჯვარი ეჭირა, სახალხო ლეგიონის შექმნა გამოაცხადა.

მისი თქმით, სახალხო ლეგიონი ათეულებისა და ასეულების გაერთიანებით შეიქმნება და ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძე დაიმუქრა, რომ საპატრულო რაზმების მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ეს გეგმა მან თბილისი პრაიდის კვირეულის ჩასაშლელად წარმოადგინა.

ვასაძე მოუწოდებს პოლიციას ხელი არ შეუშალოს ამ გეგმის განხორციელებაში; მისი თქმით ლეგიონში სპორტსმენები და სამხედრო გამოცდილების მამაკაცებიც გაერთიანდებიან.

თბილისი პრაიდის კვირეული ლგბტქი თემის და აქტივისტების წარმომადგენელთა ნაწილს 18-22 ივნისს აქვს დაგეგმილი.

ცნობისთვის, უკანონო ფორმირებების შექმნა/მასში გაწევრება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ავარია ვაზისუბანში – არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები