„თბილისი პრაიდი“ შსს-ს მოუწოდებს

„თბილისი პრაიდი“ დღეს ვერის ბაღში გამართული აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლევან ვასაძის განცხადებებზეგამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„თბილისი პრაიდი“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ლევან ვასაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა) ნიშნებს“, – აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ ფეისბუქგვერდზე განცხადებაში.

როგორც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები აცხადებენ, სახეზეა დანაშაულის ყველა ელემენტი:

„ჯგუფი იქმნება იმისთვის რომ, პირის თავისუფლად გადაადგილების უფლება შეზღუდოს („ქამრებით შევუკრავთ ხელებს და გავიყვანთ ტერიტორიიდან“) – განხორციელდეს მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ-ის მუხლი 144);

ქამრები და კომბლები შეიძლება, ადამიანის დასაზიანებლად გამოიყენონ;

ეს მიზანი პირდაპირაა გაცხადებული ანუ სახეზეა განზრახვა;

სახეზეა რეალური და მყისიერი საფრთხე“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქით“ გავრცელდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"