ანტალიაში საქართველოს მოქალაქე სავარაუდოდ, მოკლეს

თურქეთში, ანტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 61 წლის ქალის ცხედარი საცხოვრებელ კორპუსში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ქალს ყელის არეში ძალადობის კვალი აღენიშნება. 

თურქეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც გარდაცვლილი ქალი ცხოვრობდა, უსიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა სამართალდამცველებს მიმართეს.

„ოფიციალური მიზეზი და გარემოება, როგორ მოხდა მისი გარდაცვალება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის და კომპეტენტური ორგანოებიდან ოფიციალური შეტყობინებაც კი არ მიგვიღია, ვინაიდან შაბათ-კვირა იყო. რაც მთავარია, ოჯახი ინფორმირებულია ამ ამბის შესახებ. საკონსულო კონტაქტზეა და დაწყებული არის საქართველოში გადმოსვენების პროცედურები“, – განაცხადა თურქეთში საქართველოს კონსულმა კოტე კოტარიამ.

როგორც ირკვევა, ქართველი ემიგრანტი თურქეთში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. გამოძიების დასრულების შემდეგ კი ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp