ხანძარი წნორში – განადგურდა 40 ტონამდე მარცვლეული

წნორში ინდოელების საკუთრებაში არსებულ სასაწყობე მეურნეობაში ხანძარი გაჩნდა.წინასწარი ინფორმაციით, განადგურდა 40 ტონამდე მარცვლეული და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ლიკვიდაცია რამდენიმე საათში მოხერხდა.

ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადებთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია. რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარის დეტალები სავარაუდოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც სამართალდამცველები კამერების ჩანაწერებს ამოიღებენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp