ინციდენტი მარნეულში – კაზინოდან შვილის გამოყვანის მცდელობა დაპირისპირებაში გადაიზარდა

მარნეულის ერთ-ერთ კაზინოში ინციდენტი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დედის მიერ დაწესებულებიდან შვილის გამოყვანის მცდელობა დაცვის თანამშრომელთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს ქალი შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანა. მოგვიანებით ახალგაზრდა მამაკაცი და დედა კი პოლიციის შენობაში გაკითხეს. 

თვითმხილველები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.კერძოდ, როგორც ადგილობრივები ჟურნალისტებთან ჰყვებიან, მსგავსი ფაქტები მარნეულში ხშირად ხდება. 

„ჩვენ რომ მოვედით ქალბატონი უკვე ძირს გონებადაკარგული იწვა. როცა გავარკვიეთ, თუ რა მოხდა, გვითხრეს, რომ ეს ქალბატონი თავისი შვილის კაზინოდან გამოყვანას ცდილობდა რა დროსაც სლოტ-კლუბის დაცვის წევრმა მას ხელი ჰკრა და ძირს დააგდო. ეს არ არის მარნეულში პირველი შემთხვევა. მსგავსი ფაქტები თითქმის ყოველ ღამით ხდება. ამ ინციდენტის დროს აქ ასობით ადამიანი შეიკრიბა და ყველა სწორედ კაზინოების წინააღმდეგი იყო. ისინი ერთხმად აპროტესტებდნენ კაზინოების ფუნქციონირებას. ეს უბედურება მარნეულის სრულ მოსახლეობას აწუხებს,“- განაცხადა მარნეულის საკრებულოს წევრმა აზატ ქარიმოვმა. 

საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp