მარნეულში აზერბაიჯანელი მხედართმთავრის ძეგლის დადგმის საკითხი განიხილება

მარნეულში აზერბაიჯანელი მხედართმთავრის ხუდუ ბეკ ბორჩალის ძეგლის დადგმის საკითხი განიხილება.  

ძეგლის ავტორი გიორგი ჟღენტია. მისი ჩანაფიქრის თანახმად, ძეგლთან დამონტაჟდება მემორიალური დაფა, რომელზეც საქართველოსთვის დაღუპული აზერბაიჯანელების სახელები და გვარები იქნება დატანილი.

როგორც „აქცენტს“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა განუცხადა, ეს იდეა პირველად სამი წლის წინ გაჟღერდა და მისი ავტორი პუბლიცისტი პეტრე ქოჩაკიძე იყო.

"მექანიზმი ასეთია: ჯერ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შემდეგ მისწეროს კულტურის სამინისტროს და მისმა კომისიამ უნდა დაადასტუროს, რომ ეს შეესაბამება მხატვრულ ღირებულებას. სადღეისოდ ეს იდეის დონეზეა" - აღნიშნა გეგეჭკორმა.

ხუდუ ბეკ ბორჩალი ნიჭიერი აზერბაიჯანელი მხედართმთავარი, მეფე ერეკლეს ერთგული თანამებრძოლი გახლდათ. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭიდაობის ფედერაცია სკანდალურ შეწყალებას და ბრალდებებს განცხადებით ეხმიანება