აფხაზეთში უცხოელი ტურისტი ცემეს (ვიდეო)

სოციალური ქსელის აფხაზურ სეგმენტში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ვიდეო–რგოლმა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში მომხდარ უსიამოვნო ინციდენტს, კერძოდ, უცხოელი ტურისტის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ასახავს.  

საქმე შაბათს მომხდარ შემთხვევას ეხება: ადგილობრივები გააღიზიანა უცხოელი ტურისტის გარეგნულმა იერმა, კერძოდ, იმან, რომ მამაკაცი ტრადიციულ შოტლანდიურ სამოსში ე.წ. კილტაში იყო გამოწყობილი. ამის  გამო მათ უცხოელს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო შემდეგ ფიზიკურიც. 


ინტერნეტკომეტატორთა აზრი ორად გაიყო. უმრავლესობა თავდამსხმელთა ქმედებას იზიარებს და წერს , რომ „აფხაზეთში ქვედაბოლოიან მამაკაცებს არაფერი ესაქმებათ“, თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვინც მომხდარს გმობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა