მთავრობა სასულიერო აკადემიას 170 000 ლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით საქართველოს განათლების სამინისტრო  თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიისთვის 170 000 ლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

“საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა(ი)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიისთვის ფინანსური დახმარების (170 000 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები”, – ნათქვამია მთავრობის 11 ივნისის განკარგულებაში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"