კვიციანი: „ვასაძემ ქართველებს იმედი გაგვიჩინა. ამას ველოდით დიდი ხანია და ბოლოს და ბოლოს, მივიღეთ უფლისგან კურთხევა“

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი ბიზნესმენ ლევან ვასაძეს მხარს უჭერს. 

“გუშინდელმა კაცების აქციამ იმედის ნაპერწკალი კიდევ გაუჩინა ჩვენს ხალხს. ლევან ვასაძემ, რომელსაც სამწუხაროდ არ ვიცნობ ახლოს, იმედი გაგვიჩინა ქართველებს, თავის გამოსვლაში საქმიანად ჩამოაყალიბა ყველაფერი და საქმიანად დაასრულა. სათქმელს ბევრი ამბობს ლამაზად და ბოლოს ყველა მიდის სახლში პარამოშვებული, ბ-ნმა ლევანმა კი შედეგი უჩვენა, თავის თავზე აიღო პასუხისგებლობა ისეთი, რომელიც ჯერ თბილისში არავის არ აუღია. ამას ველოდით დიდი ხანია ქართველები და ბოლოსდაბოლოს მივიღეთ უფლისგან კურთხევა. დიდება ღმერთს“,– განაცხადა კვიციანმა. 

ცნობისთვის: 16 ივნისს ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების" შეკრებაზე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. მისი თქმით, რაზმები გაინაწილებენ ქალაქს და ერთი კვირის განმავლობაში, ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძის თქმით, თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს". შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი – თუ ავსტრიაში აფხაზურ-ავსტრიული საზოგადოების დარეგისტრირება დადასტურა, ეს კერძო ინიციატივა იქნება