მაჩალიკაშვილი: "დღეს საბოლოოდ მივხვდი, რომ სიცოცხლის აზრი დავკარგე"

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებრივ კოლეჯ „კავკასიონში" იმყოფებოდა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი სწავლობდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა და საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით დაწყებული ხელმოწერების შეგროვებაში თანადგომა სთხოვა. 

„აქ მოსვლა რომ გადავწყვიტე, არ ვფიქრობდი ასე მტკივნეული და გაუსაძლისი თუ იქნებოდა ჩემთვის. მინდოდა გამეკეთებინა ამ კოლეჯიდან მიმართვა არამხოლოდ ამ სტუდენტების მიმართ, არამედ მთელი საქართველოს, სტუდენტობის და ახალგაზრდობის მიმართ. ჩვენ სამი დღის წინ ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ და გაცხადებული გვაქვს 100 000 ხელმოწერის შეგროვება. მე ვფიქრობ, ამაზე ორჯერ მეტი შეგროვდება რაც დავინახე ხალხისგან გვერდში დგომიდან და აქტუალობიდან გამომდინარე. მე ჩემი სიცოცხლის აზრი დავკარგე და ამას დღეს საბოლოოდ მივხვდი, მაგრამ ყველანაირად შევეცდები თემირლანის საპატივცემულოდ, რომ საქართველოში ახალგაზრდობა და სტუდენტობა იყოს დაცული. ამისთვისაა საჭირო შეიქმნას საგამოძიებო კომისია. დღევანდელ ხელისუფლებას არ უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია, თუმცა ჩვენ ყველა ერთად უნდა შევეცადოთა, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. თემირლანის საქმე ამ სახელმწიფოს ჩამოშლის. ყველაფერს აკეთებენ, რომ მე დამაშინონ, გამაჩუმონ, რაც შეუძლებელია", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ საგამოძიებო კომისია შექმნას:

"ხელისუფლებას ვირჩევთ ხალხი. ჩვენზე უნდა მუშაობდნენ და არა თავისი ჯიბის გასქელებისთვის ან ასეთი ბინძური, სასტიკი პოლიტიკის შექმნისთვის. ჩვენ, საზოგადოებას შეგვიძლია ვაიძულოთ ხელისუფლება კომისია შექმნან, მაგრამ თუ არ გვაქცევენ ყურადღებას, ისიც შეგვიაძლია სხვა ხელისუფლება მოვიყვანოთ სათავეში".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]