საქართველოს მთავრობა სასულიერო აკადემიას და სემინარიას 170 000 ლარს გამოუყოფს

მთავრობის 2019 წლის 11 ივნისის N1330  განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობა სასულიერო აკადემიას და სემინარიას 170 000 ლარს გამოუყოფს.

“საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა(ი)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიისთვის ფინანსური დახმარების (170 000 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები”. – ნათქვამია განკარგულებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა საპატრიარქოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით აფინანსებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
IRI: პოლიტიკოსების რეიტინგში ბაქრაძე ლიდერობს, ივანიშვილი კი მე–11 პოზიციას იკავებს