გიორგი ბოლქვაძის დედამ საქართველოს დავა სტრასბურგში მოუგო

2004 წელს გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის დედამ - გულნარა სარიშვილმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე მოიგო.

სასამართლოს დადგენილების თანახმად, ადგილი ჰქონდა ექიმების დაუდევრობას. ამავე დადგენილებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა სიცოცხლის უფლება და კომპენსაციის სახით, მას 20 ათასი ლარი დააკისრა.

ადვოკატმა კომპენსაციის მიღების მოთხოვნით ბათუმის იუსტიციის სახლში აღსრულების ბიუროს დღეს მიმართა.

გარდაცვლილის დედა საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს.

„დადგინდა, რომ არასწორი ოპერაციის გამო გარდაიცვალა ჩემი 25 წლის სრულიად ჯანმრთელი შვილი. მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმე თავიდან აღიძრას დამნაშავე ექიმების მიმართ და დაისაჯონ დამნაშავეები, ეს აღარ უნდა განმეორდეს“, – ამბობს გარდაცვლილის დედა გულნარა სარიშვილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp