მამა ილია: „ვასაძე ქვეყნის ამოტრიალებს ცდილობს, უზნეოები ზნეობას ვერ დაიცავენ“

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“ვასაძე და მისი მიმდევრები ქვეყნის ამოტრიალებას ცდილობენ. უზნეოები ზნეობას როგორ დაიცავენ? თუ მხოლოდ უკანალის დაცვაა ზნეობა?“.

ცნობისთვის: 16 ივნისს ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების" შეკრებაზე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. მისი თქმით, რაზმები გაინაწილებენ ქალაქს და ერთი კვირის განმავლობაში, ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძის თქმით, თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს". შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp