„სახელმწიფო და მისი წესრიგი თუ მოიშალა ამ მართლა კომბლეების მიერ, ოხრად დაგვრჩება სხვა ყველაფერი“

მღვდელი თამაზ ლომიძე:

“დღეს, როცა ახალმხედრიონელები კიდევ ერთხელ ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ და ქაოსში გადაჩეხონ ქართული სახელმწიფო, დიდი სიმტკიცე და წინდახედულობა მართებთ სახელმწიფო ძალაუფლების მტვირთველთ. სახელმწიფო და მისი წესრიგი თუ მოიშალა ამ მართლა ლეგიონის და კომბლეების მიერ, ოხრად დაგვრჩება სხვა ყველაფერი. ეს უნდა ესმოდეს ყველას”.

ცნობისთვის: 16 ივნისს ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების" შეკრებაზე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. მისი თქმით, რაზმები გაინაწილებენ ქალაქს და ერთი კვირის განმავლობაში, ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძის თქმით, თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს". შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"