ტოვებს თუ არა სერგეენკო თანამდებობას – ბახტაძის პასუხი

დავით სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის წარმატებული წევრი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან  შესაძლო  წასვლის შესახებ დასმულ კითხვას.

„მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება. დათო სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის წარმატებული წევრი. ახალი სისხლი ყოველთვის არის საჭირო ყველგან და ჩვენ ამას მივესალმებით, დათო არის ჩვენი გუნდის ერთგული წევრი“, – განაცხადა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კითხვაზე, იყო თუ არა განხილული ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების საკითხი მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერმა განაცხადა შემდეგი:

„ჩვენ საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ყოველთვის გავდივართ კონსულტაციებს. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, აქ გადაწყვეტილებას ყოველთვის ვღებულობ მე“. 

ცნობისთვის: დღეს თავად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp