აშშ-ში მცხოვრები სომხები საქართველოს სომხური დიასპორის გასაძლიერებლად თანხების შეგროვებას იწყებენ

აშშ-ში მცხოვრებმა სომხებმა 2 ივნისისთვის ტელემარათონი დაგეგმეს. ორგანიზატორთა განცხადებით, “ჯავახეთის მაცხოვრებელთა დახმარებას განგრძობადი ხასიათი ექნება,მობილიზებული თანხები კი ამ რეგიონის პრობლემების მოგვარებასა და განვითარებას, ახალციხელი სომხების მიერ თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობასა და იმის უზრუნველყოფას მოხმარდება,რომ მათ ახალციხე არ დატოვონ”.

ამასთან, მათივე განცხადებით, თუ დაგეგმილზე მეტი თანხის მობილიზება მოხერხდება, დახმარებას სომხებით დასახლებული რეგიონის სხვა რაიონებსაც გაუწევენ.

ჩვენ გვესმის ჯავახეთის მნიშვნელობა. დიდი ხანია, გვინდოდა ფინანსების მობილიზება, თუმცა არ იყო აუცილებელი ადამიანური რესურსი ამ საქმის დასაწყებად. ლოს ანჯელესის სომხურ ორგანიზაციებთან და ცალკეულ პიროვნებებთან ერთად გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ორგანიზაცია “დიასპორის გაეთიანების პლატფორმა”, რომლის გეგმებშიც საქართველოს სომხური დიასპორის გაძლიერება შედის. ჩვენ ამას საქართველოს საზიანოდ არ ვაკეთებთ, ვაკეთებთ სომხურ-ქართული ურთიერთობების გასაძლიერებლად. ყველას შეუძლია მონაწილეობა, ვინ როგორ შეძლებს. ჩვენ მხოლოდ მადლიერები დავრჩებით”, – ამბობს მარათონის ერთ-ერთი ორგანიზატორი გარეგინ ნალბანდიანი.

ტელემარათონი 2 ივნისს, ადგილობრივი დროით 12-დან 22:00 სთ-მდე გაგრძელდება.

 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპარლამენტის არჩევნები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე