29 წლის ქალზე ძალადობისთვის დედა დააკავეს

შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა შვილზე სავარაუდო ძალადობის ბრალდებით 56 წლის ქალი დააკავეს. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე აიყვანა.

როგორც ირკვევა, დედა 29 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. სამართალდამცველებს თავად დაზარალებულმა მიმართა. როგორც დაზარალებულის ახლობლები აცხადებენ, დედამ მას საოჯახო ნივთი ესროლა და ფეხი დაუზიანდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის საქმის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთმა ოთხი ქურთული რეგიონის გუბერნატორები დააკავა