გიორგი თაბაგარი: "ერთი კვირაა, სახლიდან ვერ გავდივარ"

თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს ამ ეტაპზე არ აქვთ გადაწყვეტილი, გაიმართება თუ არა ღონისძიებები კვირეულის ფარგლებში. 

როგორც პრაიდის ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა განაცხადა, შსს–ში გამართული შეხვედრის შემდეგ, მით უფრო რომ ძალოვანი უწყება მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს, აქტივისტებთან უნდა შედგეს მოლაპარაკება.    

“ადამიანის სიცოცხლე არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის, “პრაიდის” ორგანიზატორებისთვის”, ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლებრივად შემდგარ სახელწფოში, სადაც ადამიანთა უფლებები არის დაცული, უკვე ერთი კვირაა, მე ვერ გავდივარ სახლიდან”,– განაცხადა თაბაგარმა "პირველის" ეთერში. 

ამავე თემაზე:

შსს–ში შეხვედრა დასრულდა – რაზე შეთანხმდნენ "პრაიდის" ორგანიზატორები და ძალოვანები

ვასაძე "სახალხო რაზმების პატრულირებას" აუქმებს


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp