თურქული მედია: სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. კერძოდ, როგორც „სიენენ თურქი“ იტყობინება, სროლის შედეგად დაიღუპა 56 წლის ქართველი.

ჩხუბი დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ფათიჰის რაიონში, სასტუმროში დაიწყო. მამაკაცებმა ცეცხლსასროლი იარაღი და დანები გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად დაშავდა რუსეთის ერთი მოქალაქე და ერთი ქართველი. საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

დაპირისპირების მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთში საქართველოს კონსული აქტიურ კომუნიკაციაშია თურქ სამართალდამცველებთან და მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება. 

სხვა დეტალებზე ამ დროისთვის უცნობია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp