ხანძარი ქუთაისში – დაშავდა შვიდი ადამიანი

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ბინა დაიწვა.

შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის შედეგად, კორპუსში რამდენიმე საცხოვრებელი ბინა დაზიანდა.ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის რამდენიმე ჯგუფი იყო მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენამდე სახლიდან ხმაური გამოდიოდა, ცეცხლი კი საწვავს მოეკიდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის კონსორციუმი" მთავრობის მხრიდან "საბოტაჟის" კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს