აფეთქება ქუთაისში – შსს-მ გამოძიება ოჯახური დანაშაულის მუხლით დაიწყო

ქუთაისში, ავტომშენის გამზირზე მომხდარი აფეთქების საქმეზე, შსს-მ გამოძიება ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე განზრაკ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი კორპუსის მე-2 სართულზე აფეთქება დღეს დილით მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. დაშავდა 7 ადამიანი, ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზარალდნენ მეზობლებიც.

გამოძიება სისხლის სამართლის 11 პრიმა და 19-109 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის და განზრახ მკვლელბის მცდელობას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp