ოფიციალური თბილისი სტამბოლში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბოლში ქართველესა და რუსებს შორის მომხდარ დაპირისპირების ფატს ეხმიანება და აცხადებს, რომ ინციდენტის მიზეზი შესაძლოა, კრიმინალური გარჩევა ყოფილიყო.  

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენი საკონსულო აქტიურადაა ჩართული. ჩვენი კონსული ამ წუთებშიც იმყოფება პოლიციაში. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ გარდაცვლილია საქართველოს ერთი მოქალაქე. წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმა მოხდა, სადაც იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე. დაჭრილია 2 ადამიანი, სამწუხაროდ, არის გარდაცვლილი, ის საქართველოს მოქალაქეა. 2 პირი, რომელიც თავდასხმაში მონაწილეობდა, მიიმალა. დასტურდება, რომ ისინი ეთნიკურად იყვნენ ქართველები, თუმცა მათი მოქალაქეობა ჯერ–ჯერობით არ არის დადასტურებული. მეტი დეტალი მოგვიანებით გვეცოდინება, რადგან გამოძიება მიმდინარეობს",-განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანდინიდმა. 

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის გადმოსვენებას, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ასეთ შემთხვევაში საგარეო უწყება მყისიერად რეაგირებებს:

„სავარაუდოდ, როდის მოხდება გადმოსვენება, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დამოკიდებული ვართ გამოძიებაზე, რადგან მათ უნდა მოგვცენ თანხმობა, ვინაიდან საუბარი ეხებოდა კრიმინალურ შემთხვევას. ეს იყო თავდასხმა, კონკრეტულად, თუ არ ვცდები, საფოსტო გზავნილების ოფისზე, სადაც 3 შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და იქ, მყოფ ადამიანებს მიწაზე დაწოლა მოსთხოვეს. დიდი ალბათობით, შეიძლება ეს იყო კრიმინალური გარჩევა, არ არის გამორიცხული, ძარცვის მიზნით. ეს დაზუსტდება გამოძიების მიერ. ამ პროცესში მოხდა გასროლა, რის შემდეგაც მოხდა იქ მყოფი ადამიანების დაჭრა, შემდეგ თავდამსხმელებმა მიმალვა სცადეს“, - განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ცნობისთვის: სტამბოლში რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას სა ქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp