ერევანმა მოსკოვი ოფიციალურად გააფრთხილა, სომხეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს

ერევანმა მოსკოვი უკვე ოფიციალურ დონეზე გააფრთხილა, სომხეთის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებისგან თავი შეიკავოს. ამ თემაზე სასაუბროდ სომხეთში რუსეთის  ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო გამოძახებული. 

ამ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ეროვნული კრების (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა მუდმივი კომისიის თავმჯდომარეზე რუბენ რუბინიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დღეს კომისიის სხდომის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო [ექს-პრეზიდენტ] რობერტ ქოჩარიანსა და სომხეთში რუსეთის ელჩს შორის შეხვედრის თემაც, ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრ ზოგრაბ მნაცაკანიანს. მან მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გასულ პარასკევს ელჩი ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული სომხეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებში ჩაურევლობის კონტექსტში. მინისტრის მოადგილემ გრიგორ არუთუნიანმა კი ეს სხდომის მიმდინარეობისას იმიტომ არ გვაუწყა, რომ იმ მომენტისთვის ამ ინფორმაციის განსაჯაროების უფლებამოსილება არ გააჩნდა” - განაცხადა, სოხური მედიის ინფორმაციით,  რობერტ რუბინიანმა. 

მანამდე ორი დღით ადრე გარე ძალების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის დაუშვებლობის შესახებ სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, თუმცა  რომელი ქვეყნის მცდელობებზე იყო საუბარი, მას არ დაუკონკრეტებია. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"პატრიოტთა ალიანსმა" სამოქმედო გეგმა წარადგინა